უკვე 24 საათზე მეტია, ცხინვალს წყალი არ მიეწოდება. ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ცხინვალის უწყლოდ დარჩენის მიზეზი ედისი-ცხინვალის წყალსადებზე მომხდარი ავარია გახდა.
ოსური მხარის ინფორმაციით, ამჟამად მილის გახეთქის ადგილზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაო, თუმცა სამუშაოს მიმდინარეობის დროს ახალი დაზიანებებიც აღმოჩნდა.
"გახეთქილი მილი შეკეთდა, მაგრამ ჯავის რაიონში მილსადების ახალმა დაზიანებებმა იჩინა თავი, სადაც სარემონტო სამუშაო მიმდინარეობს. ავარიის შედეგები უახლოეს დროში იქნება აღმოფხვრილი", _ აცხადებს საწარმო "ენერგორესურსი _ სამხრეთ ოსეთის" ტექნიკური დირექტორი დიმიტრი კრიჟანოვი.