დღეს, მარტივილის სამეცნიერო მნიშვნელობის და ტურისტული პოტენციალის დასადგენად დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძე და ილიას სახელმწიფო უნივესიტეტის რექტორი გიგი თევზაძე მეცნიერების ჯგუფთან ერთად სამეგრელოს რეგიონს ეწვევიან.
"ილიას" სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევების შედეგად დადგინდა, რომ აბაშისწყლის ხეობაში დინოზავრის დიდი რაოდენობით ნაკვალევი და ჩოჩხის ძვლებია აღმოჩენილი. მეცნიერების ვარაუდით ნაკვალევი 75 მილიონი წლის წინანდელი ზედა ცარცული პერიოდისაა და დინოზავრის 2 სახეობას - მოზოზავრს და იზტიოზავრს ეკუთვნის. ერთ ტერიტორიაზე თავმოყრილი ამ რაოდენობის ნაკვალევი და ძვლის ფრაგმენტები კავკასიაში ჯერჯერობით დღემდე არსად არის აღმოჩენილი.
ამის გამო, აბაშისწყალს დღეს დაცული ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა.