ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში, რომ თავიანთ ტროლებს მიხედონ. საქართველოში სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს, ტროლების კუთხით, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის მიერ საქართველოში არსებული ყალბი ანგარიშების წაშლასთან დაკავშირებით.
“ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში, რომ თავიანთ ტროლებს მიხედონ. საქართველოში სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს, ტროლების კუთხით. ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით გასული თვეების განმავლობაში. იგივე, როცა საუბარი იყო საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე, იქაც ერთერთი მთავარი საკითხი, რაც დაისვა, იყო სწორედ დეზინფორმაციის აღკვეთა და ამისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა. მაშინ კონკრეტულმა სუბიექტებმა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ძალიან სერიოზული კრიტიკა გამოთქვეს. ისინი პირდაპირ უპირისპირდებოდნენ რაიმე ტიპი შეზღუდვის დაწესებას ფეისბუკთან დაკავშირებით და ზოგადად, ასეთი ტიპი დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. დღეს იგივე ორგანიზაციები ამბობენ, რომ ამას სჭირდება ზღვრის დაწესება. აქ არის ორმაგი სტანდარტი“, - განაცხადა კობახიძემ.