პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს სპეციალური კონფერენცა მიეძღვნება.
კონფერენციას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს პროფესიული კავშირების წარმომადგენელები დაესწრებიან. შეხვედრაში აგრეთვე მიიღებენ მონაწილეობას პროფესიული კოლეჯების დირექტორები და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები.
კონფერენციის ორგანიზატორებია ევროკავშირის წარომადგენლობა საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
აღნიშნული კონფერენცია ხვალ, 5 ოქტომბერს, 11:00 - 11:30 საათზე სასტუმროს "ქორთიარდ მერიოტში" გაიმართება და მას ქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
დიმიტრი შაშკინი, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ელჩი პერ ეკლუნდი და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი დაესწრებიან.