დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უპასუხა გამოცემა The Spectator-ის შეკითხვას, "შეუცვლია თუ არა ოდესმე შეხედულება".
ბრიტანეთს პრემიერის თქმით, ის ცდებოდა, როდესაც ეგონა, რომ რუსეთთან ურთიერთბების გადატვირთვა შესაძლებელია.
მისივე განცხადებით, სხვა ქვეყნის ლიდერებსაც უცდიათ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, თუმცა უშედეგოდ.
"ძალიან, ძალიან სამწუხაროა, რომ ვცდებოდი", - თქვა ჯონსონმა.
მანამდე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მკაცრად უარყო ვარაუდი იმის შესახებ, რომ რუსეთი ცდილობდა ბრექსიტის რეფერენდუმის შედეგებზე გავლენის მოხდებას. მან ეს ვარაუდი ბერმუდის სამკუთხეთს თეორიას შეადარა.