ბათუმის ბულვარი ახალი წლის შესახვედრად ემზადება.
ბათუმის ბულვარში ამბობენ, რომ ვინაიდან წელს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ბულვარში განთავსდება და მთავარი ლოკაციაც იქ იქნება განათებების დამატება გახდა საჭირო. გასულ წლებში მხოლოდ ბულვარის ცენტრალური შესასვლელის მორთვა ხდებოდა.
"ბულვარში ასეთი გრანდიოზული სამზადისი პირველადაა. რადგან ადრე ევროპის მოედანზე იმართებოდა ძირითადი ღონისძიებები და ნაძვის ხეც იქ იდგმებოდა, წელს კი ბათუმის ბულვარში გადმოინაცვლა საჭირო გახდა განათებების დამატება. ჩვენ ამ კუთხით მერიას ვეხმარებით. იქნება ძალიან ლამაზი სანახაობა, საჩუქრის ფორმის სანათებით შეიფუთება 25 დეკორატიული ბუჩქი", - ამბობენ ბათუმის ბულვარში.





ფოტო: ბათუმის ბულვარი