საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომლის საპენსიო სისტემის რეფორმირებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა, უარს ამბობს საპრეზიდენტო პენსიაზე, როდესაც ის დატოვებს ელისეს სასახლეს.
აღნიშნულის შესახებ განაცხადა მაკრონის ადმინისტრაციამ კვირას, 22 დეკემბერს.
საფრანგეთში 1955 წელს მიღებული კანონის თანახმად, თანამდებობის დატოვების შემდეგ, პრეზიდენტებს უფლება აქვთ მიიღონ ყოველთვიური პენსია დაახლოებით 6 200 ევროს ოდენობით.
ადმინისტრაციისვე ცნობით, 42 წლის მაკრონი, პრეზიდენტის თანამდებობის დატოვების შემდეგ, უარს იტყვის სხვა პრივილეგიებზეც.
გარდა ამისა, ემანუელ მაკრონმა, რომელიც კოტ დ’ივუარს სტუმრობს, საფრანგეთის სატრანსპორტო გაერთიანებებს, საშობაო დღეებში, გაფიცვის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა 5 დეკემბერს დაიწყო.
საპენსიო რეფორმის თანახმად, საფრანგეთის პარლამენტმა საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე გაზარდა. რეფორმა ასევე გულისხმობს სხვადასხვა თანამდებობის პირთათვის პრივილეგიების გაუქმებას.