პრაქტიკულად შემოთავაზება იყო, რომ რისთვისაც ვიბრძვით, გვეთქვა უარი, - განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების წინადადება ითვალისწინებს პროპორციულზე უარის თქმას არა მხოლოდ 2020 წელს, არამედ 2024-ში, 2028-ში და ასე შემდეგ.
"დღეს მე პირადად ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამაოცა, იმიტომ რომ შემოგვთავაზეს პროპორციულზე უარის თქმა არა მხოლოდ 2020 წელს, არამედ 2024-ში, 2028-ში და ასე შემდეგ. პრაქტიკულად შემოთავაზება იყო, რომ რისთვისაც ვიბრძვით, გვეთქვა უარი. არ ვიცი კიდევ ვინ უნდა ვუთხრათ, რომ ქვეყანაში არსებობს კრიზისი. კრიზისს აღიარებენ ვაშინგტონში, ბრიუსელში და მოსკოვში. მხოლოდ ამ ხელისუფლებას არ ესმის, რომ კრიზისია. დარწმუნებული ვარ, რომ წნეხი გაგრძელდება. საქმე შეიძლება რევოლუციამდეც კი მივიდეს“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.