ცოტა ხნის წინ, დიდ ბრიტანეთში გამოსცეს ბრიტანელ-კანადელი მკვლევრის როლანდ ელიოტ ბრაუნის წიგნი უღმერთო უტოპია. საბჭოთა რელიგიური პროპაგანდა - Godless Utopia - Soviet Anti-Religious Propaganda.
წიგნში მოცემულია საბჭოთა ათეისტური, ანტირელიგიური პოსტერები, რომლებზე ასახულია სოციალისტური სახელმწიფოს რელიგიასთან ბრძოლის მკაფიო ისტორია.
ერთი შეხედვით, წიგნი ნახატების ალბომს წააგავს, რადგან იგი შეიცავს რამდენიმე ასეულ ანტირელიგიურ პროპაგანდისტულ ილუსტრაციას. სინამდვილეში ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ გრაფიკული სურათების კოლექცია.
სწორედ ეს გრაფიკული გამოსახულებები იძლევა მკაფიო წარმოდგენას, საბჭოთა ხელისუფლების რელიგიისადმი შეუწყნარებელ დამოკიდებულების შესახებ.
საილუსტრაციო მასალის უმეტესობა სანქტ-პეტერბურგში მდებარე რელიგიის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციიდან არის.
საბჭოთა პერიოდში მას უწოდებდნენ რელიგიისა და ათეიზმის ისტორიის მუზეუმს - ათეიზმი საბჭოთა იდეოლოგიის ერთ-ერთი საყრდენი იყო - და მდებარეობდა ყაზანის ტაძრის დიდებული შენობაში.
1991 წელს ტაძარი რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაეცა და ათეული წლის განმავლობაში მუზეუმი და ტაძარი ერთ ჭერქვეშ თანაარსებობდნენ.
2000 წელს მუზეუმი გადავიდა ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, ხოლო ყაზანის ტაძარი გახდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პეტერბურგის ეპარქიის მთავარი საკათედრო ტაძარი.
ქრისტე, როგორც მსხვერპლი
ილუსტირებული წიგნის შეძეძა Amazon.com-ზე 23.99 დოლარად არის შესაძლებელი.