ვიფიქროთ იმაზე, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რასაც საჯარო სკოლები, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ განათლების მინისტრის გეგმაში ეს ასახული იქნება.
"მინისტრმა თქვა, რომ მას ექნება სამოქმედო ხედვა და გეგმა. ერთადერთი, რასაც ჩვენ დღეს ხაზი უნდა გავუსვათ არის, ვიფიქროთ იმაზე, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რასაც საჯარო სკოლები. ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს ერთერთი ფუნდამენტი იმ გეგმისა. საგანმანათლებლო დაწესებულება რომ არის კერძო, ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ მათ არ უნდა შეეხოთ, თუნდაც მკაცრი, მაგრამ რეგულაციები", - ამბობს იუსტიციის მინისტრი.