კასპის რაიონის სოფელ აღაიანში ძლიერი ქარიშხალი დაფიქსირდა.
უეცრად ამოვარდნილმა ქარმა 5 ოჯახი დააზარალა. განსაკუთრებით დაზიანდა ორი სახლი, რომელსაც ქარიშხალმა სახურავი გადახადა.
ქარმა მრავალწლოვანი ხეებიც მოგლიჯა.
აღაიანში იმყოფებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაითვლის ზარალს და გადაწყდება, რა ფორმით გაიცემა დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაცია.