ოპოზიციამ ერეკლე კუხიანიძისთვის მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით მიმართა.
"წერილობით უკვე მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, სადაც კატეგორიულად და მკაცრად ვითხოვთ, რომ ასეთი ადამიანები, რომლებიც რეალურად გმირ ადამიანებს აყენებენ შეურაცხყოფას და ამბობენ, რომ ეს არის პროვოცირებული მათი მხრიდან და ეს რეალურად არაადეკვატური შეფასებაა. მთავარია, უნდა განიხილოს საკითხი, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ეს ადამიანი დატოვებს თანამდებობას“, - აცხადებს საკრებულოს ფრაქტია "ევროპული საქართველო - თბილისის" თავმჯდომარის მოადგილე დავით ჟღენტი.