ამ კვირას ჩანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომები და ჩვენ ვაპირებთ ხუთშაბათს მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ შესაძლებლობა მზაკვრული საქმეების კეთების, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„ამ კვირას ჩანიშნულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომები და ჩვენ ვაპირებთ ხუთშაბათს მოვაწყოთ პიკეტი და არ მივცეთ შესაძლებლობა მზაკვრული საქმეების კეთების, პარასკევს ჩანიშნულია მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ამ წელს და ჩვენ ველით უმრავლესობა მოვიდეს თავისი შემხვედრი წინადადებებით, ჩვენი წინადადება მათთვის ცნობილია და შემდეგ უკვე შაბათს და კვირას ჩატარდება მანიფესტაციები ზუგდიდსა და ბათუმში“,-განაცხადა გიგი უგულავამ.