ვის შევიწყალებ, წინასწარ ვერ გამოვაცხადებ, სიას ყველას გავაცნობ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
"თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ვისაც შევიწყალებ, ამას წინასწარ ვერ გამოვაცხადებ, იმიტომ, რომ ამას ბევრი ადამიანი ელოდება. ვისაც შევიწყალებ, სია იქნება ერთობლივად გამოცხადებული და ყველა გაეცნობა. არანაირად არ არის ჩემზე რაიმე ფორმით ზეწოლა," - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
დეკანოზის, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით სინოდმა მნიშვნელოვანი გადაწყვტილება მიიღო და დამატებით განცხადებებს ვერ გააკეთებს.