კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში გამართულ მთავრობათაშორის ასამბლეაზე, UNESCO-მ მიიღო გადაწყვეტილება ბელგიის კარნავალის მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღების შესახებ. იტყობინება Deutsche Welle.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ანტისემიტიზმის გამო მიიღეს.
"მათ შეუძლიათ განაგრძონ კარნავალის განხორციელება. ჩვენ ამას არ ვეწინააღმდეგებით. გვსურს, იუნსკოს ბრენდი არ იყოს ასოცირებული ფესტივალთან, რომელიც ზოგიერთი თემის დაცინვით გამოირჩევა", - განაცხადა კულტურის საკითხებში იუნესკოს გენერალური მდივნის თანაშემწემ.
მისივე თქმით, კარვალისა და ბელგიის ოფიციალური პირები არაერთხელ გააფრთხილეს, რომ არ გამოეყენებინათ ანტისემიტური სიმბოლოები, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ამის წინააღმდეგ არ გადადგმულა.
"ჩვენ არც ანტისემიტური ვართ და არც რასისტული. ყველა, ვინც ამას მხარს უჭერს, ცუდი რწმენით მოქმედებს. აალსტი ყოველთვის დარჩება დაცინვისა და სატირის დედაქალაქად", - თქვა აალსტის მერმა.
ბელგიის ქალაქ აალსტის კარნავალი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში 2010 წელს შევიდა.
კარნავალი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი. ბოლოს განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია კარნავალზე გამოყენებულმა ადამიანის ფიგურებმა, რომლებიც ფულის ტომრებზე სხედან და სავარაუდოდ ებრაელებს გამოხატავენ.
უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით ფიგურები ებრაელთა კარიკატურაა და გამსჭვალულია ანტისემიტური ხასიათით.