საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
როგორც გიორგი გახარია მიკრობლოგ "ტვიტერში" წერს, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
"ვულოცავთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობა კვლავ განაგრძობს გაძლიერებას თქვენი მეთაურობის ფარგლებში.
იმედი მაქვს, ამ მიზნის მისაღწევად ერთად ვიმუშავებთ", - წერს გიორგი გახარია მიკრობლოგ "ტვიტერში".