2010 წლის განვლილ 9 თვეში 90 ჟურნალისტი მოკლეს მსოფლიოს 33 ქვეყანაში, ეს არასასურველი სტატისტიკა 25 პროცენტით აღემატება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდს. გასულ წლის 9 თვეში 72 ჟურნალისტი იყო მოკლული.
ჟურნალისტების მკლელობების შესახებ ანგარიში ჟენევაში დაფუძნებულმა ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ Pრესს Eმბლემ ჩამპაიგნP (PEC) 29 სექტემბერს თავის ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მხოლოდ განვლილი 3 თვის განმავლობაში 31 ჟურნალისტი მოკლეს, აღნიშნავს Press Emblem Campaign.
„ეს არის მარცხი, არანაირი პროგრესი, სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება", განაცხადა PEC-ის გენერალურმა მდივნმა ბლეიზ ლიმპენმა, ანგარიშის კომენტირებისას.
ლემპენმა ჟურნალისტურ გაერთიანებებს გააქტიურებისკენ მოუწოდა, ხოლო მთავრობებს მიმართა, იმოქმედონ მტკიცედ ჟურნალისტების მიმართ კრიმინალის თავიდან ასაცილებლად და ბრძოლა გამოუცხადონ დაუსჯელობას.
მანვე აღნიშნა, რომ კიდევ აქტუალური გახდა ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის მიღებასთან დაკავშირებით პროცესის დაწყება, რასაც მთავრობათა მიერ ჟურნალისტების დაცვისკენ მიმართული კანონმდებლობების გამკაცრება მოჰყვება.
PEC-ის ანგარიშის თანახმად, მექსიკა ყველაზე საშიშ ქვეყანად რჩება - ცხრა თვის განმავლობაში იქ 13 ჟურნალისტი მოკლეს არმიასა და ნარკოკარტელებს შორის მიმდინარე ბრძოლების გაშუქების დროს. მექსიკას მოსდევს ჰონდურასი და პაკისტანი, ჟურნალისტების მკვლელობათა 9-9 შემთხვევით.
პაკისტანსა და ავღანეთს შორის სასაზღვრო რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ზონაა ჟურნალისტური საქმიანობისთვის.
მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ ერაყში ხუთი ჟურანლისტი მოკლეს. რუსული მედიის ხუთი წარმომადგენელი იქნა მოკლული ჩრდილოეთ კავკასიაში, ხუთი ჟურნალისტი მოკლეს ფილიპინებშიც.
სამ-სამი ჟურნალისტი მოკლეს ქვეყნებში: სომალი, ინდონეზია, ნეპალი, ნიგერია და კოლუმბია.
ავღანეთში ორი ჟურნალისტი იქნა მოკლული, ხოლო ფრანგული ტელევიზიის ორი რეპორტიორი უკვე 9 თვეა ტყვეობაში იმყოფება.
ჟურნალისტები დაიღუპნენ ასევე ანგოლაში, ტაილანდში, ინდოეთში, ვენესუელასა და უგანდაში.
თითო ჟურნალისტი დაიღუპა შემდეგ 15 ქვეყანაში: არგენტინა, ბანგლადეში, ბელორუსი, ბრაზილია, კამერუნი, კვიპროსი, საბერძნეთი, ეკვადორი, ლიბანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუანდა, თურქეთი, უკრაინა და იემენი. თურქი ჟურნალისტი დაიღუპა მაშინ, როცა ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ღაზას სექტორისკენ ჰუმანიტარული მისიით მიმავალ თურქეთის გემზე.
ლემპენმა აღნიშნა, რომ დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით მიმართული ძალისხმევა დღემდე უშედეგოა.
ანგარიშის კომენტირებისას PEC-ის პრეზიდენტმა ჰეიდატ აბდელ ნაბიმ აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-15 სესიიაზე იქნა წარდგენილი, ხაზგასმულია ჟურნალისტთა დაცვის მნიშვნელობა.
ამავე დროს, ჰეიდატ აბდელ ნაბიმ აღნიშნა, რომ ჟურნალისტების მკვლელობათა რიცხვის ზრდა მიუთითებს გლობალური პრობლემაზე, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დამატებით ყურადღებას მოითხოვს.