12 დეკემბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად კონსერვატიულმა პარტიამ, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა და ახლა უკვე ხელისუფლებას ხელს ვერავინ შეუშლის ბრექსიტის განხორციელებაში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის დაფინანსებას გაზრდის და უზრუნველყოფს ბრექსიტს, ყოველგვარი "მაგრამ"-ისა და "თუ"-ს გარეშე.
"ჩვენ ეს შევძელით. ამას მივაღწიეთ. დადგა ახალი დღის განთიადი. არასდროს მივიღებ თქვენს მხარდაჭერას, როგორც სავალდებულოს. ამ მხარდაჭერას ვიღებ როგორც ნდობის კრედიტს", - აღნიშნა ჯონსონმა სიტყვით გამოსვლაში.
"ამ მანდატით, ჩვენ საბოლოო ჯამში შევძლებთ ბრექსიტის განხორციელებას. ჩვენ ევროკავშირს 31 იანვარს დავტოვებთ. არავითარი "თუ", არავითარი "მაგრამ", - განაცხადა ჯონსონმა.
"მოდით აღვასრულოთ ბრექსიტი, მაგრამ ჯერ მოდით, მეგობრებო, ვისაუზმოთ", - დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.