"გადადექი", "გადადექი", "ბაბიში ბოროტია" - ასე მიმართავდა ჩეხეთის დედაქალაქის ქუჩებში ათი ათასობით დემონსტრანტი პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს და მას დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდებდა.
პოლიციის ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 50 ათასმა დემონსტრანტმა მოიყარა თავი, ხოლო აქციების ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციაში 60-დან 80 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
ბაბიშის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები პრაღაში აპრილიდან დაიწყო, როდესაც საქმე აღიძრა პრემიერ-მინისტრის წინააღდეგ.
საქმე ეხება ევროკავშირის მიერ კურორტ Stork’s Nest-ის განვითარებისთვის 2 მლნ დოლარის სუბსიდიას, რომელიც არამიზნობრივად დაიხარდა. კურორტი ბაბიშს ოჯახის წევრების საკუთრებაშია.
მას ასევე ბრალი ედება კორუფციასა და პოლიტიკური კონკურენტებზე ზეწოლაში.
ანდრეი ბაბიში უარყოფს ბრალდებებს და თანამდებობის დატოვებასაც არ გეგმავს.
მორიგი საპროტესტო აქცია პრაღაში 17 დეკემბერს არის დაგეგმილი.