შეერთებული შტატები, 2020 წლის გაზაფხულზე, "ცივი ომის" დასრულების შემდეგ, ევროპაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა ამერიკელმა გენერალმა ბერი სიგუინმა, რომელიც მოკავშირეთა ოპერაციებს ხელმძღვანელობს ნატოს სამხედრო შტაბში.
სამხედრო წვრთნების ცენტრი, რომლის ფარგლებშიც ევროპის კონტინენტზე 20 000 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავა, გერმანია იქნება.
გენერლის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები, ატლანტის ოკეანის გავლით ჩავლენ ჯერ ბელგიასა და ნიდერლანდებში, შედეგ კი პოლონეთში და ნატოს აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ განლაგდებიან.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, სამხედრო წვრთნების მიზანია, გააფრთხილოს რუსეთი, არ გაიმეორეს ანექსია, როგორც ეს 2014 წელს ყირიმში მოხდა.
ნოემბერში ლიეტუვაში გაიმართა ორკვირიანი წვრთნები, სახელად რკინის მგელი II, რომელშიც ალიანსის 11 მოკავშირე ქვეყნის 4000 ჯარისკაცი მონაწილეობდა.