მოსამართლეების საკითხი არის საყოველთაო სახალხო საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანი და პიკეტირება გაგრძელდება, - განაცხადა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძე.
„ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციისა და კოორდინაციის რეჟიმში ვაგრძელებთ მოქმედებს. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, აიცილოს თავიდან სირთულეები პარლამეტში შესვლასთან, კენჭისყრასთან დაკავშირებით, მაგრამ გაცილებით უფრო გონივრული იქნება, ხელისუფლება იყოს კონსტრუქციული, ცდილობდეს პრობლემის და იმ წინააღმდეგობის აღმოფხვრას, რომელიც არსებობს საზოგადოების დიდ ნაწილში და არ ცდილობდეს ტექნიკურად მოგვარებას იმის, რაც შეიძლება, გააპაროს და გააძვრინოს, რაღაც საკითხების განხილვა. ეს უფრო გონივრული იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან და ასეთ შემთხვევაში საზოგადოება გაცილებით მშვიდად შეხვდებოდა მომავალი წლის დასაწყისს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.