ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს არ სჯერა, რომ საქართველოში კლინიკა შეიძლება წაგებაზე წავიდეს. მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილ ცვლილებებსა და 520-ე დადგენილებაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ მისთის მიუღებელია ჯანდაცვა განხილულილ იყოს, როგორც მომგებიანი ბიზნესი.
„ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ საქართველოში კლინიკა შეიძლება წავიდეს წაგებაზე. მიუხედავად, იმისა, რომ ჩემთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განვიხილოთ როგორც ბიზნესი და თან მომგებიანი ბიზნესი.
კლინიკები და საავადმყოფოები გათავისუფლებულები არიან ყველა იმ გადასახადისგან, რითაც იბეგრებიან დანარჩენი ბიზნესები. შესაბამისად, საკმაოდ რთული დასაჯერებელია, როგორ შეეძლო ამ ფასთა კლებას წაეყვანა წაგებაზე“, - თქვა ტიკარაძემ.