34 წლის პოლიტიკოსი სანა მარინი, რომელიც ფინეთის კოალიციურ მთავრობას ჩაუდგება სათავეში, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი იქნება. იუწყება BBC-ი.
ტრანსპორტის მინისტრი სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ წარადგინა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რომელიც მთავრობის მეთაურის მოვალეობის შესრულებას მიმდინარე კვირას, მოქმედი პრემიერ-მინისტრის ანტი რინეს გადადგომის შემდეგ შეუდგება.
სანა მარინი მემარცხენე-ცენტრისტულ კოალიციას უხელმძღვანელებს, რომლის შემადგენლობაში შემავალი ხუთივე პარტიის ლიდერი ქალია.
მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც დაკარგა ნდობა ფოსტის თანამშრომლების მასობრივი გაფიცვების გამო.
სანა მარინი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკოსი იქნება, რომელსაც პრემიერ-მინისტრის პოსტი უჭირავს.
ახალგაზრდა ლიდერთა სამეულში არიან ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი 39 წლის ჯესინდა არდერნი და უკრაინის მთავრობის მეთაური 35 წლის ოლექსეი ჰონჩარუკი.