შეერთებული შტატების სენატმა 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტში გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ სანქციები შეიტანა. იტყობინება სააგენტო Bloomberg-ი.
გამოცემის ინფორმაციით, სანქციების ქვეშ მოჰყვებიან მილსადენის მშენებლობაში მონაწილე გემები და მათთან დაკავშირებული კომპანიების ხელმძღვანელები. მათ შესაძლოა უარი ეთქვათ აშშ-ის ვიზებზე და დაებლოკოთ ტრანზაქციები შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე მათ საკუთრებაში არსებულ ქონებებთან დაკავშირებით.
როგორ Bloomberg-ი წერს, კანონპროექტის ინიციატორი სენატორები გეგმავენ, რომ დაჟინებით მოითხოვონ მისი მიღება, რადგან ისინი იმედგაცრუებულები არიან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უმოქმედობით შეეფერხებინა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტის განხორციელება.
მანამდე მილსადენის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაანონსა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმი რიშმა.
მისი თქმით, ამერიკელი სენატორები იძულებულები არიან გადადგან ასეთი ნაბიჯები, რადგან "შესაძლებლობების ფანჯარა იხურება" და მილსადენის უმეტესი ნაწილი უკვე აშენებულია.
სენატორი ამბობდა, რომ შემაკავებელი ზომების საფრთხე სამშენებლო კომპანიებს აიძულებს უარი თქვან პროექტში მონაწილეობაზე. ასეთ შემთხვევაში, რუსეთს ახალი კონტრაქტორების ძებნა მოუწევს.
ჩრდილოეთის ნაკადი 2
"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის პროექტი უზრუნველყოფს რუსეთიდან გერმანიისთვის გაზის მიწოდებას ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რითაც რუსეთი თავის მრავალწლიან ზრახვას, შეამციროს ენერგომატარებლების ექსპორტის დამოკიდებულება უკრაინის გზით ტრანზიტზე, მოიყვანს სისრულეში.
ის ასევე გაივლის ფინეთის, შვედეთისა და დანიის ტერიტორიულ ან ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებს.
გაზსადენს კრემლთან დაახლოებული "გაზპრომის" კუთვნილი კომპანია Nord Stream 2 AG აშენებს, რომელსაც პარტნიორობას გერმანული და ინგლისურ-ჰოლანდიური კომპანიები უწევენ.
გაზსადენის პროექტს აკრიტიკებენ შეერთებული შტატები და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, რადგან თვლიან, რომ ის მეტად გაზრდის ევროპის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე. გასულ წელს ევროპარლამენტმა გაზსადენის მშენებლობის პროექტი დაგმო.
მილსადენის ექსპლუატაციის დაწყება იგეგმება 2020 წელს.