„ბოდიშზე არ არის ლაპარაკი, რადგან „ქართული ოცნების“ გაფუჭებულ საქმეებზე მე ბოდიშის მოხდას ნამდვილად არ ვაპირებ. გამვოხატე ნამდვილად წუხილი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ივნისის მოვლენების დროს, - განაცხადა "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ შეკითხვაზე რუსეთში ვიზიტის დროს მოიხადა თუ არა ბოდიში 20-21 ივნისში განვითარებული მოვლენების გამო.
„ბოდიშზე არ არის ლაპარაკი, რადგან „ქართული ოცნების“ გაფუჭებულ საქმეებზე მე ბოდიშის მოხდას ნამდვილად არ ვაპირებ. გამოვხატე ნამდვილად წუხილი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ივნისის მოვლენების დროს. როგორ შეიძლება არ წუხდა იმაზე, რაც ხდებოდა და რაც მოხდა, აბსოლუტურად „ქართული ოცნების“ სრული არაადეკვატურობისა და არაკომპეტენტურობის გამო. რაც შეეხება გავრილოვის ინციდენტს, ჩემი პარტია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც გააკეთა განცხადება და გამოხატა პოზიცია, რომ მიუღებელი იყო გავრილოვის საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარის სავარძელში ჩასმა. „ქართული ოცნება“ რომ არაადეკვატურად იქცევა, ამის თქმა ერთმნიშვნელოვნად შემიძლია. წუხილის გამოხატვა შეეხებოდა იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ეს მოვლენა არ ყოფილიყო ისე, რომ ამას არ მოჰყოლოდა სამართლიანი აღშფოთება ახალგაზრდების და საზოგადოების. ერთმნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ახალგაზრდების რეაქცია სრულიად გასაგები იყო. ახალგაზრდების დამსახურება იყო პროპორციული არჩევნების მოპოვება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველანაირად შეეცდება, რომ ყველა სიტყვა წაღმა-უკუღმა დაატრიალოს და გამოიყენოს, რათა ოპოზიციურ ერთობაში განხეთქილება შეიტანოს.