ოპოზიციური მაგიდის ერთობას არაფერი ემუქრება, მით უფრო, რომ ნამდვილად ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი ჩამოსვლის შემდეგ, - განაცხადა მოსკოვში მყოფმა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ
ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები, მის მოკოვში ვიზიტთან დაკავშირებით ადეკვატურია, რადგან კარგად ესმით, რომ ერთმანეთთან სამართლიანი და თავისუფალი პროპორციული არჩევნები აკავშირებთ და ერთმანეთს პოლიტიკური პრიორიტეტების გადაფასებას არ სთხოვენ.
„პოზიტიურად მინდა შევაფასო ოპოზიციური მაგიდის პოლიტიკური ლიდერების პოზიცია ჩემს ვიზიტთან დაკავშირებით. მათი პოზიცია იყო აბსოლუტურად ადეკვატური, ვინც პოლიტიკური შეფასება გააკეთა. ამ ადამიანებს ძალიან ნათლად ესმით, რომ ჩვენ იმ მაგიდის ირგლივ ვსხედვართ ერთი მისიით - ეს არის სამართლიანი და თავისუფალი პროპორციული არჩევნების მოპოვება და არა იმისთვის, რომ ერთმანეთს პოლიტიკური ორიენტირების და პრიორიტეტების გადაფასება მოვთხოვოთ. ამიტომ, მიმაჩნია, ოპოზიციური მაგიდის ერთობას არაფერი ემუქრება. მით უფრო, რომ ნამდვილად ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი ჩამოსვლის შემდეგ“ ,- განაცხადა ბურჯანაძემ.