ყველაზე მთავარი, რაც დღეს არის და რა ოცნებაც არ შეუსრულდება ნაციონალურ მოძრაობას და მის სატელიტებს არის ის, რომ უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობდა.
მისი თქმით, პარტიაში შეთნხმდნებ, რომ უმრავლესობაში არ იყოს რყევები.
„ჩვენ ვთანხმდებით მთავარზე, რომ უმრავლესობაში არ იყოს რყევები. სხვადასხვა მედიასაშუალებაში რაღაცნაირად ავრცელებენ ინფორმაციებს, რომელიც ამის დასადასტურებლად მოჰყავთ, თუმცა უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ. უმრავლესობა მყარად არის, ჩვენ ვთანხმდებით, რომ გუნდში შიდა განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ შეეხება“, - თქვა მდინარაძემ.