გამოსავალი ერთია - დღეს იქნება თუ ხვალ, ამ ტყუილში ვერ ვიცხოვრებთ და ეს შეიცვლება და იმედია მალე, - ასე აფასებს საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს .
მისი თქმით, დღეს ოპოზიცია ერთი იდეის გარშემოა გაერთიანბული, ამიტომ ის თავის მიზანს აუცილებლად მიაღწევს.
"ოპოზიციამ შეძლო ერთ ოთახში ორგანიზებულად მუშაობა კონკრეტული მიზნისთვის, სამართლიანი არჩევნებისთვის. მინდა გავახსენო საზოგადოებას, რომ სულ ოპოზიციაში ვიყავით და სულ ვითხოვდით - გადადექი. დღეს ოპოზიცია ბევრად მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნისკენაა გადართული, სამართლიანი არჩევანის უფლებას ითხოვს. დანარჩენზე კომენტარი არაა საჭირო, დაწყებული დეპუტატების ამბოხიდან და გაგრძელებული შეურაცხმყოფელი სპექტაკლებით, ესაა დროებითი. რადგან ორგანიზებული, კვალიფიცირებული ოპოზიცია სერიოზულად მუშაობს და დარწმუნებული ვარ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები გაიაზრებენ არსებულ სირთულეებს. გამოსავალი ერთია - დღეს იქნება თუ ხვალ, შეურაცხმყოფელი ტყუილი რომელიც დაიდო, ამ ტყუილში ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ. ეს შეიცვლება და იმედია მალე შეიცვლება",-აცხადებს მარგველაშვილი.