არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი განურჩევლად, რომელ მხარეს იყო, უნდა იყოს დასჯილი, ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება
"პირველი - რა თქმა უნდა, არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. მეორე - ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი განურჩევლად, რომელ მხარეს იყო, უნდა იყოს დასჯილი, ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება. მესამე - კონტრაქცია, აქცია, ეს უკვე პოლიტიკური შეფასებებია, და ყველა მხარე აძლევს თავისთვის საინტერესო და მომგებიან შეფასებას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად ემოციური ფონი.
ემოციური ფონის გამომწვევი მიზეზი არის ბევრი რამ, პირველ რიგში ის, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტის ნაცვლად მიმდინარეობს ქუჩაში", - თქვა გახარიამ.