საზოგადოებირივი მოძრაობის, "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს თბილისი- მოსკოვის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთი უყიდა.
"ბიძინა ივანიშვილს ვუყიდე ბილეთი. ეს ბილეთი არის "აეროფლოტის," გამოწერილია ბიძინა ივანიშვილის სახელზე. ეს არის მოსკოვი-თბილისის მიმართულება. მინდა ვუთხრა, რომ ეს არის ბიზნესკლასის ბილეთი. იმიტომ რომ შეჩვეულია კარგ ცხოვრებას და ამ ბილეთით შეუძლია დატოვოს ქვეყანა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.