5-7 ოქტომბერს საქართველოს ეწვევიან აშშ-ის მაუწყებელთა მმართველი საბჭოს წევრები ვიქტორ ეში, დენის მულჰაუპტი და რადიო თავისუფალი/ევროპა რადიო თავისუფლების პრეზიდენტი ჯეფრი გედმინი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მათი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.
6 ოქტომბერს, 15 საათზე, რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში (ძმები კაკაბაძეების 2) გაიმართება ჯეფრი გედმინის პრესკონფერენცია, ხოლო 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგება მისივე საჯარო ლექცია თემაზე: „თავისუფალი მედიის როლი დემოკრატიულ პროცესში".