ფაქტია, რომ მათ პასუხისმგებლობა აქვთ აღებული მათი ბელადის წინაშე, ზოგიერთებს, მიხეილ სააკაშვილის წინაშე, ჩვენ კი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ჩვენი საზოგადოების წინაშე, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დაწყებისას.
მისი თქმით, საზოგადოების დაკვეთაა, რომ პარლამენტმა იმუშაოს და მიიღოს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც მათ ინტერესებზეა მორგებული.
„უფლება არ გვაქვს, მიუხედავად ოპოზიციის სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა და ქცევისა, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს როგორ ცდილობენ ისინი შეაფერხონ პარლამენტის მუშაობა. ფაქტია, რომ მათ პასუხისმგებლობა აქვთ აღებული მათი ბელადის წინაშე, ზოგიერთებს, მიხეილ სააკაშვილის წინაშე, ჩვენ კი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ჩვენი საზოგადოების წინაშე, იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, რომელთა გამოც ჩვენ აგვირჩია ამომრჩეველმა და საზოგადოებამ. ამიტომ ჩვენ უფლება არ გვაქვს რაიმე ფორმით შევყოვნდეთ ჩვენს საქმიანობაში და ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისი პროექტები მივიღოთ“, - თქვა ოხანაშვილმა.