"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საუკეთესო იქნება თუ მომავალ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ვერ მოხვდებიან.
"ქვეყნისთვის იქნება საუკეთესო გამოსავალი, თუ შემდეგ პარლამენტში არ იქნება არც ერთი ნაციონალი და მათ ადგილებს დაიკავებენ კონსტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები და ისეთი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, რომლებსაც უყვართ ქვეყანა, უყვართ ეკლესია,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.