ხვალ, 2 ოქტომბერს, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საზეიმო ღონისძიება სახელწოდებით "იქ, სადაც ტრადიცია ხვდება ინოვაციას" გაიმართება.
მიღების მიზანია, მოწვეული სტუმრები ქართული ტრადიციების და ინოვაციის ჰარმონიული თანაარსებობის გარემოში აღმოჩნდნენ.
მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, თეატრის მხატვრის და ფერმწერის სერგო ქობულაძის ნამუშევრების გამოფენის გახსნას;
"თანამედროვე ხელოვნების კლუბის" წარმომადგენლების: დათო ალექსიძის, სოფიო ჩერქეზიშვილის და კონსტანტინე მინდაძის მიერ შესრულებული ინსტალაციების ექსპოზიციის გახსნას;
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ- მუზეუმში მისულ სტუმრებს უმასპინძლებს ქართული ხალხური პოლიფონიური გუნდი და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლების ჯგუფი: ფორესტი, თომა ჩალაძე და ნიკა ჯაფარიძე.
საგანგებოდ ამ დღისთვის, შეფ მზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე ინოვაციური ქართული სამზარეულოს ნაწარმს ე.წ "Gეორგიან Fუსიონ" გააცნობს სტუმრებს. ხოლო ტრადიციული ქართული სამზარეულოს მოყვარულები , კახური სამზარეულოს საუკეთესო ნაწარმის დაგემოვნებას შეძლებენ.
ღონისძიების მხარდამჭერები " სილქროუდ გრუპი" და "საქართველოს ლატარიის კომპანია" არიან.
ღონისძიება ყოველკვირეული ჟურნალი ტაბულას ორგანიზებით გაიმართება.