აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე სოლოლაკიდან არ დაგვიქნევს ხელს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საარჩევო მოდელის შეცვლა იყო საუკეთესო გამოსავალი, რაზეც ხელისუფლებამ თავად თქვა უარი.
„ ხელისუფლების შეცვლა მოხდება რაც შეიძლება სწრაფად, როგორ? ამას ნახავს ყველა. მშვიდობიანად თავისთავად ცხადია, ტანკებზე არ ვსხედვართ. აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე სოლოლაკიდან არ დაგვიქნევს ხელს. ხელისუფლების შეცვლას ვითხოვთ, საარჩევო მოდელის შეცვლა ამისთვის იყო საუკეთესო გამოსავალი, საუკეთესო გამოსავალზე უარი თქვა თვითონ ხელისუფლებამ, ახლა მიიღებენ უარეს გამოსავალს, თუ არ მოეგებიან “, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.