რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო ბიუროს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამაჯერებული უპირატესობით, 66.5%-ით გაიმარჯვა მოქმედმა პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა.
მოქმედი პრეზიდენტის მეტოქე მეორე ტურში რუმინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიორიკა დენჩილე იყო, რომლის მთავრობასაც, სულ ცოტა ხნის წინ, ქვეყნის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.
ვიორიკა დენჩილემ ხმების 33.5%-ის მოპოვება შეძლო.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური რუმინეთში 10 ნოემბერს ჩატარდა.
კლაუს იოჰანისი პრეზიდენტის პოსტს კიდევ 5 წლით დაიკავებს.