ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა კათოლიკოს პატრიარქის მიერ ბიძინა ივანიშვილის დალოცვას სოციალურ ქსელში ეხმიანება და პატრიარს მიმართრავს, რომ როცა ეს ადამიანი უმაღლესი ხელისუფალია, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა, ხალხს არჩევანი წაართვა, დაპირდა, მერე მოატყუა და საპასუხოდ დაუსრულებლად არბევს, ქება დიდება ძალზედ დამამცირებლად ჩანს დედა ეკლესიისთვის.
“სად არის ჩემი ოქრო?! - ასე უტიფრად მიმართა ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს. მას 2003 წლამდე და შემდგომ არაერთხელ დაუდანაშაულებია აწ გარდაცვლილი ირაკლი ანდრიაძე (სამების ტაძრის მშენებლობის ხელმძღვანელი) და მთლიანად საპატრიარქო სამების ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხების მითვისება-გაფლანგვაში. თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ხომ იცით ეს ყველაფერი. ბუნებრივია, თქვენი უფლებაა მადლობა გადაუხადოთ ყველა ქტიტორს, მაგრამ როცა ეს ადამიანი უმაღლესი ხელისუფალია, რომელმაც სახელმწიფო მიიტაცა, ხალხს არჩევანი წაართვა, დაპირდა, მერე მოატყუა და საპასუხოდ დაუსრულებლად არბევს, ქება დიდება ძალზედ დამამცირებლად ჩანს დედა ეკლესიისთვის. ასეთ ვითარებაში თუ ხმას არ ვიმაღლებთ, ოქროდ დაფასებული დუმილი სჯობს”, - წერს გიგი უგულავა.