შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი ამბობს, რომ მიკრობლოგ "ტვიტერზე" მის პირად ანგარშიზე წვდომა თეთრმა სახლმა შეუზღუდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წამოსვლის მეორე დღესვე.
"ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, თეთრმა სახლმა უარი თქვა "ტვიტერის" პირად ანგარიშზე წვდომის დაბრუნებაზე. ალბათ, მათ ეშინოდათ, რომ რამეს დავწერდი?", - დაწერა ბოლტონმა ტვიტერზე.
ჯონ ბოლტონის ბოლო პოსტი მიკრობლოგ "ტვიტერზე" 10 სექტემბერს, თანამდებობის დატოვების დღეს დაფიქსირდა.
როგორც ჩანს, პარასკევს, 22 ნოემბერს ჯონ ბოლტონს ანგარიშზე წვდომა აღუდგა, რადგან მიკრობლოგზე კორპორაცია "ტვიტერის" ადმინისტრაციას ანგარიშის აღდგენისთვის მადლობა გადაუხადა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან 10 სექტემბერს გადააყენა.