შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გადააყენა. ამის შესახებ ტრამპმა მიკრობლოგ "ტვიტერზე" დაწერა.
როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტი წერს, ბოლტონი სხვადასხვა საკითხებზე განსხვავებული შეხედულებების გამო გაათავისუფლა.
"გუშინ საღამოს შევატყობინე ჯონ ბოლტონს, რომ თეთრ სახლში მისი სამსახური აღარ არის საჭირო. მე არ ვეთანხმები ბევრ მის შეხედულებას, ისევე როგორც ადმინისტრაციის სხვა წევრები. სწორედ ამიტომაც ვთხოვე თანამდებობის დატოვება. დიდი მადლობა მას გაწეული სამსახურისთვის. ეროვნული უსაფრთხოების ახალ მრჩეველს მომავალ კვირაში დავასახელებ", - დაწერა ტრამპმა "ტვიტერზე".