ირბინონ ბოქლომებით, არ არის პრობლემა. მთავარია, კანონი არ დაარღვიონ და არ მოინდომონ ის, რაც სურთ - გადატრიალება. არაფრის გადამტრიალებლები არ არიან, აქ სახელმწიფოა“, - განცხადა იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა „დღის ქრონიკის“ ეთერში.
მისი თქმით, ის არ იცნობს ქვეყანას, სადაც უბარიერო, პროპორციული მოდელი არსებობს.
"მე არ ვიცნობ ქვეყანას, სადაც არსებობს უბარიერო, პროპორციული მოდელი. მით უმეტეს, ოკუპირებულ ქვეყანაში, სადაც ოპოზიციურ ძალას არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ბოქლომებით ირბინოს. ძალიან რთულია, ამ ძალასთან რამეზე ისაუბრო. ირბინონ ბოქლომებით, არ არის პრობლემა. მთავარია, კანონი არ დაარღვიონ და არ მოინდომონ ის, რაც სურთ - გადატრიალება. არაფრის გადამტრიალებლები არ არიან, აქ სახელმწიფოა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.