ლატვიის ელექტრონული მედიის საბჭომ ლატვიაში 9 რუსული ტელეკომპანიის საქმიანობა აკრძალა, - ამის შესახებ იტყობინება ლატვიის ეროვნული მაუწყებელი.
ეს ტელეკომპანიებია - "Vremya: dalekoye i blizkoye", "Bobjor", "Dom Kino", "Dom Kino PREMIUM", "Muzika Pervogo", "O!", "Poyekhali", "TELECAFE" და "Peterburg – 5 kanal"
არხები ეკუთვნის ჰოლდინგს, რომლის რეალური ბენეფიციარია იური კოვალჩუკი, რომელიც ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია.
ლატვიის ელექტრონული მედიის საბჭოს ინფორმაციით, ტელეკომპანიების აკრძალვა ემყარება იმ მთავარ არგუმენტს, რომ ისინი ეკუთვნიან ჰოლდინგს, რომლის ერთ-ერთი მსხვილი თანამფლობელია იური კოვალჩუკი.
სატელევიზიო არხები აკრძალული იქნება ვიდრე იური კოვალჩუკი სანქცირებულთა სიაში იქნება.
იური კოვალჩუკი ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა 2014 წლის ივლისში, რადგან ის აკონტროლებს არხებს, რომლებიც ატარებენ კრემლის აგრესიულ პოლიტიკას, რაც უკრაინაში დესტაბილიზაციისაკენაა მიმართული.