სოჭისა და სეპარატისტული აფხაზეთის საზღვარზე სავაჭრო-შემსყიდველი ცენტრის მშენებლობა იგეგმება. ამ ინფორმაციას კრასნოდარის მხარის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
"ე.წ. მანდარინის სეზონის დაწყებისთანავე აფხაზური საზღვარი სტიქიურ ბაზარს გაქვს. ამ პრობლემნის გადასაჭრელად მხარის ადმინისრაციამ მის გვერდზე სავაჭრო-შემსყიდველი ცენტრის აშენება გადაწყვიტა. ამჟამად კომპლექსის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის შერჩევა მიმდინარეობს", _ ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.