ყველა სახელმწიფო უწყება დაბოქლომდება მანამ, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ პროპორციულ რიგგარეშე არჩევნებს, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ეტრთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, რომელიც გენერალურ პროკურატირასთან მივიდა, სადაც ოპოზიციის წევრებმა პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.
“ყველა სახელმწიფო უწყება დაბოქლომდება მანამ, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ პროპორციულ რიგგარეშე არჩევნებს. ჩვენ უკვე დავაანონსეთ ორშაბათ საღამოს მსვლელობა. ღამე დავრჩებით ჩვენ პარლამენტთან და უკვე სამშაბათს დანიშნულია პლენარული სხდომა, რომლის პიკეტირებასაც მოვახდენთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ... კარგად უნდა გააცნობიეროს ხელისუფლებამ. ისინი თავს გვაჩვენებენ თითქოს მუშაობენ. აი ეს უწყებაც“, - თქვა უგულავამ.