ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიტური დარეგულირების საკითხში ბორის ჩოჩიევი ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების კომენტირებისას აცხადებს, რომ მოლპარაკებათა მერვე რაუნდზე ოსური მხარის მიერ ინიცირებული იყო ევროკავშირის კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნის გახილვა,რომელშიც "ნათქვამია რომ ომი სწორედ საქართველომ დაიწყო".
"ჩვენ ასევე წამოვწიეთ საკითხი იმის შესახებ, თუ რატომ არ აყენებენ აშშ და საერთაშორისო ორგანიზაციები ე.წ. ტალიავინის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგელობის საკითხს. რატომ არ აგებს პასუხს მისი რეჟიმი აგრესიის გამო, რომელიც მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა. ამის ნაცვლას აშშ და სხვა ქვეყნები აქტიურად აიარაღებენ საქართველოს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად საქართველო ევროკავშირის დამკვირვებელთა დახმარებით ახალგორის რაიონში თავისი მოქალაქეების დაბრუნებას ამზადებს",_ აცხადებს ჩოჩიევი და დასძებსმ რომ მას ასევე გააჩნია უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ საქართველოს აქტიურად აიარაღებენ და მას უახლესი ტიპის იარაღს აწვდიან.
მისივე თქმით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საუბარი შეეხო რა საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას, ქართულმა დელეგაციამ განაცხადა,რომ მანამ ვიდრე რუსეთის ფედერაცია თავის საოკუპაციო ჯარს საქართველოს ტერიტორიიდან არ გაიყვანს, იგი ამ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, თუმცა ამ შეთანხმების შემუშავებაში მონაწილეობას მიიღებს.
"ჩვენ კი განვაცხადეთ, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მანამ იდგება ვიდრე აგრესორი არ დაისჯება და ვიდრე არ იქნება ხელმოწერილი დოკუმენტი ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთაშორისო გარანტიებით",_ აცხადებს ჩოჩიევი.