ველაფერი გაგრძელდება, არაფერი არ დამთავრებულა. პირველი მისია შესრულებულია, -განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, პროტესტი გაგრძელდება.
„აქ საკითხი ისე კი არ დგას, პროტესტს ჩვენ როგორ ვაგრძელებთ, აქ საკითხი სხვანაირად დგას. ხელისუფლება კიდევ რას იზამს, 10, 20, 30 შენობას დაიცავს? რობოკოპების გამოფენას მოაწყობს?! ყველაფერი გაგრძელდება, არაფერი არ დამთავრებულა. პირველი მისია შესრულებულია. კატაკომბაში სხედან ჟურნალისტების და ოპოზიციის გარეშე. ეს კობზონი ბრეჟნევივით ზის და ბიუროს სხდომას ატარებს. ძალის გადამეტება იყო. ხალხს იჭერენ, რამდენიმე ადამიანი კინაღამ დაიხრჩო“,- თქვა უგულავამ.