თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს არჩევნებში გამარჯვებულები ცნობილია.
იურიდიულ ფაკულტეტს მაია კოპალეიშვილი და ნუგზარ სურგულაძე უხელმძღვანელებენ.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტს ელიზბარ ნადარაია და ალექსანდრე შენგელაია ჩაუდგებიან სათავეში.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ნანი გაფრინდაშვილი, ხოლო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს მარიამ გერსამია და ზურაბ დავითაშვილი უხელმძღვანელებენ.
აკადემიური საბჭოს წევრების არჩევნები გუშინ ჩატარდა. 14 კანდიდატიდან საბოლოოდ 7 აირჩიეს. არჩევნებზე ამომრჩევლების დაახლოებით 65 % პროცენტი მივიდა.