"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, შალვა შავგულიძის მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი სიტყვის გატეხვის არაპოპულარულ ნაბიჯზე რუსეთის წნეხის შედეგად წავიდა.
"დავინახოთ, რატომ წავიდა ივანიშვილი ასეთ არაპოპულარულ ნაბიჯზე. მან გარკვეული მღელვარების ჩაცხრობისთვის გასცა დაპირება, რომ "ქართული ოცნება" სრულად დაუჭერდა მხარს მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, და დღეს მან ეს სიტყვა გატეხა. რატომ მოაწერა მან ხელი სიტყვის გამტეხ ადამიანობაზე. ერთადერთი პასუხია ჩემთვის ამაზე - ყველა ვხედავთ, როგორ პრორუსულ პოლიტიკას ატარებს ივანიშვილი. ეტყობა, იმდენად დიდია მისი ვალდებულებები რუსეთის წინაშე, იმდენად იძულებულია, რომ შეასრულოს ეს დაკვეთა, რომ საქართველო დააბრუნოს რუსული გეოპოლიტიკური გავლენის სივრცეში, რომ ის მიდის როგორც პოლიტიკურად, ისე ადამიანურად არაპოპულარულ ნაბიჯზე“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.