"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი გზა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მომავალი არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება, რეფერენდუმია.
შავგულიძე აცხადებს, რომ დასავლური ორიენტაციის მქონე პარტიები ამა თუ იმ ოლქში მაჟორიტარების კანდიდატებზე უნდა შეთანხმდნენ და ერთიანი ძალებით გაუწიონ კონკურენცია "ქართული ოცნების" კანდიდატს.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებთ პროპორციული სისტემისთვის და არსებობს ამის მექანიზმები, გამოითქვა მოსაზრება, შესაძლებელია რეფერენდუმზე ვიფიქროთ, რათა საქართველოს მოქალაქეთა მხარდაჭერით გამაგრებული ეს პოზიცია კიდევ ერთხელ დავაყენოთ. მაგრამ, თუ მაინც მოახერხებს ბიძინა ივანიშვილი და არჩევნებს დანიშნავს შერეული მაჟორიტარული სისტემით, აქაც შესაძლებელია ოპოზიციის, უპირველეს ყოვლისა, დასავლური ორიენტაციის ოპოზიციურ სპექტრს შორის მკაფიო შეთანხმების მიღწევა იმაზე, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ჩვენ ერთმანეთს კი არ დავუყენოთ მაჟორიტარობის კანდიდატები კონკურენტად, არამედ შევჯერდეთ რომელი პოლიტიკური ძალის კანდიდატს აქვს მეტი შანსი გამარჯვების და მოვახდინოთ ჩვენი ძალების კონსოლიდირება ამ კანდიდატების მხარდასაჭერად”, - განაცხადა შავგულიძემ.