რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება, - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა.
"გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფორმატში, რა ფორმატშიც მიიღება საკონსტიტუციო გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ვერ მოგროვდა ხმების საკმარისი რაოდენობა.
რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის სუბიექტურად მხოლოდ მომგებიანი შეიძლება იყოს, თუმცა ეს არანაირად არ განიხილება. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის 31 ოქტომბერს და ყველა პარტიას მოვუწოდებთ, ამ მიზნით ვიმოქმედოთ, ჩვენ სამზადიოსი უკვე დაწყებული გვაქვს", - ამბობს კობახიძე.