დღეს, 1-ელ ოქტომბერს, თბილისში გაიხსნება ეროვნული კონგრესი ალერგოლოგიასა და იმუნოლოგიაში.
კონგრესის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ალერგიის მსოფლიო ორგანიზაცია (ჭAO), იმუნოპათოლოგიის მსოფლიო ორგანიზაცია (ჭIPO), ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპის აკადემია (EAAჩ), იმუნოლოგთა ასოციაციის მსოფლიო გაერთიანება (IUIშ) და სამედიცინო დარგის რამდენიმე ასოციაცია.
კონგრესზე განიხილავენ ალერგიის, ასთმისა და იმუნოდეფიციტების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, რაც დიდად შეუწყობს ხელს ახალი სამეცნიერო კონტაქტების დამყარებას, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლესი მეთოდების დანერგვას.
კონგრესის მუშაობაში მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები, პროფესორები: სამი ბაჰნა, ისააკ მელამედი (აშშ), მოჰამედ და ჰა (ჰოლანდია), ვიქტორია კარდონა (ესპანეთი), ნინელ ბერეჟნაია (უკრაინა), ელენა კორნევა (რუსეთი), ტოდორ პოპოვი (ბულგარეთი), პოლ პოტერი (კეიპტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), იაკობ ნაპარსტეკი, ბენჯამინ ვოლოვიცი (ისრაელი), ფერდინანდ ნიკოლეტი (იტალია) და სხვ.
კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია კოსმოსური ტელეხიდი.
კონგრესი 3 ოქტომბერს დასრულდება.